ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"აი, ასეთი ურთიერთობა აქვთ კონტეს და დე ლაურენტისს" - იტალიელი ჟურნალისტი "პარტენოპეიზე" საუბრობს

"აი, ასეთი ურთიერთობა აქვთ კონტეს და დე ლაურენტისს" - იტალიელი ჟურნალისტი "პარტენოპეიზე" საუბრობს

იტალიელმა ჟურნალისტმა არმანდო არენიელომ, "ნაპოლის" პრეზიდენტისა და მთავარი მწვრთნელის ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. როგორც Tribuna-ს ჟურნალისტმა განაცხადა, აურელიო დე ლაურენტისსა და ანტონი კონტეს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.
"როგორც მე ვიცი, კონტესა და დე ლაურენტისს შორის ადგილი არანაირ უთანხმოებას არ აქვს, ისინი ერთმანეთთან სრულ ჰარმონიაში არიან. სეზონის დასრულების შემდეგ დასხდებიან და სატრანსფერო გეგმების შესახებ ისაუბრებენ. კონტეს გუნდის სიღრმის გაზრდა სურს და ეს ასეც მოხდება. ანტონიოს "პარტენოპეისთან" 3-წლიანი ხელშეკრულება აქვს და კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა შეტანილი არ არის. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში მას "მილანში" ან "იუვენტუსში"
ვერ ვიხილავთ", - განაცხადა არენიელომ.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 61 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ "ინტერს" 4 ქულით ჩამორჩება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.