,, აი ასეთი ექს-პრეზიდენტები გვინდა ჩვენც” – შალვა ნათელაშვილი ჯიმი კარტერის გარდაცვალებაზე

-ს ყოფილი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის გარდაცვალებას ეხმაურება შალვა ნათელაშვილი:
,,გარდაიცვალა მსოფლიო გეოპოლიტიკის უკანასკნელი მოჰიკანი,ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი 1977–81 წლებში, ნობელიანტი,ჯიმი კარტერი. რთულ პერიოდში ისტორიისა მოუწია მას ამ უმაღლეს პოსტზე მოღვაწეობა.სწორედ მაშინ მოხდა ისლამური რევოლუცია ირანში,რაც დღემდე ფაქტობრივად გრძელდება და იმავე პერიოში დაიწყო ომი საბჭოთა კავშირმა ავღანისტანში. ამის გამო პროტესტის ნიშნად იგი არ დაესწრო ცნობილ მოსკოვის ოლიმპიადასაც. სხვათა შორის იგი იმითაც იყო გამორჩეული,რომ ერთი საპრეზიდენტო ვადით დაკმაყოფილდა. სამძიმარს ვუცხადებ განსვენებულის ოჯახს და მეგობარ ამერიკელ ხალხს. პ.ს —და კიდევ ხანგრძლივი პენსიონერობის მანძილზე, იგი კალატოზად მუშაობდა და უსახლკარო ხალხს ბინებს უშენებდა.—–აი ასეთი ექს–პრეზიდენტები გვინდა ჩვენც.“

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ