“აიკრძალა პროექტები, რომელთა მიზანი ქართველებსა და აფხაზებს შორის კონტაქტია” – არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან და გაეროს სააგენტოებთან დაკავშირებულ აკრძალვებზე განცხადებას ავრცელებს. არძინბამ პერსონა ნონ-გრატად გამოცხადა USAID -ის რეგიონული ხელმძღვანელი ჯონ პენელი.
ის ამბობს, რომ ახალი მიდგომების საჭირეობა ნაკარნახევი იყო “გაუმჭვირვალე საქმიანობითა და აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეზინფორმირების მცდელობით”
განცხადებაში აღნიშნულია, რომ USAID-ს აფხაზეთში 8 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსებული პროექტი უნდა განეხორციელებინა. დე ფაქტო სამინისტრომ ამ პროექტთან დაკავშირებით კითხვარი მიიღო, თუმცა დე ფაქტო მინისტრი ამტკიცებს, რომ ის “პროექტის მიზნებისა და ამოცანების მიზანმიმართულად ბუნდოვან ფორმულირებებს” შეიცავდა.
“ამ პროექტის პრაქტიკული განხორციელების დროს გამოიკვეთა დიალოგის პლატფორმების შექმნა ონლაინ და ოფლაინ ფორმატებში, რათა დამყარებულიყო პირდაპირი კონტაქტი აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის, მათ შორის ლტოლვილებს შორის. შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნულ უსაფრთხოებას, გამოქვეყნებულია აშშ-ის სამთავრობო უწყებების ოფიციალურ ვებგვერდებზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, დე ფაქტო მინისტრი ამტკიცებს, რომ USAID აფინანსებს უკრაინის შეარაღებულ ძალებს, რაც “მიმართულია ჩვენი მთავარი მოკავშირის – რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და ჩვენი თანამემამულეების – აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ სპეცოპერაციაში”.
დე ფაქტო საგარეოს გადაწყვეტილებით: “აკრძალულია ისეთი პროექტების განხორციელება, რომელთა მიზანია აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კონტაქტების დამყარება”, ასევე ე.წ. საგაროს მიერ ახალი პროექტები USAID-ის ნაწილობრივი ან სრული ფინანსური მხარდაჭერით აღარ იქნება სერტიფიცირებული, იკრძალება მედიაპროექტების დაფინანსება, “რომელთა მიზანია აფხაზეთის რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხების გაშუქება”.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო