ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აიათოლა ალი ხამენეი - „ჰამასი“ ცოცხალია და იგი ცოცხალი დარჩება

აიათოლა ალი ხამენეი - „ჰამასი“ ცოცხალია და იგი ცოცხალი დარჩება

„ჰამასი“ ცოცხალია და იგი ცოცხალი დარჩება, - ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელის ოპერაციის შედეგად, „ჰამასის“ პოლიტბიუროს თავმჯდომარის, იაჰია სინვარის ლიკვიდაციის შემდეგ განაცხადა.
„მისი სიკვდილი, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობის ფრონტისთვის მტკივნეულია, მაგრამ ეს სინვარის მოწამეობრივი სიკვდილით არ დასრულდება. „ჰამასი“ ცოცხალია და იგი ცოცხალი დარჩება“, - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.
მისივე თქმით, სინვარი „წინააღმდეგობისა და ბრძოლის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო“.
„მან 2023 წლის 7 ოქტომბრის აუნაზღაურებელი დარტყმა, ამ რეგიონის ისტორიაში მის მემკვიდრეობად დატოვა“, - აღნიშნა ირანის უზენაესმა ლიდერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.