ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აიათოლა ალი ხამენეი - ისრაელმა მძიმე შეცდომა დაუშვა და უნდა დაისაჯოს

აიათოლა ალი ხამენეი - ისრაელმა მძიმე შეცდომა დაუშვა და უნდა დაისაჯოს

ისრაელმა მძიმე შეცდომა დაუშვა და დიდი დანაშაული ჩაიდინა, ის უნდა დაისაჯოს, - ამის შესახებ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის X -ის ანგარიშზე გამოქვეყნებულ პოსტშია აღნიშნული.
„სიონისტმა მტერმა მძიმე შეცდომა დაუშვა, ჩაიდინა დიდი დანაშაული; ის უნდა დაისაჯოს და ისჯება, ის ახლავე ისჯება“, - აღნიშნულია ხამენეის პოსტში.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა გუშინ ირანში სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა. შეტევა ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნათანზიზე განხორციელდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.