ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აიათოლა ალი ხამენეი: ირანელი ხალხისთვის მსხვერპლისა და ზიანის მიყენების გამო დამნაშავედ დონალდ ტრამპს მივიჩნევთ

აიათოლა ალი ხამენეი: ირანელი ხალხისთვის მსხვერპლისა და ზიანის მიყენების გამო დამნაშავედ დონალდ ტრამპს მივიჩნევთ

ირანელი ხალხისთვის მსხვერპლისა და ზიანის მიყენების გამო დამნაშავედ დონალდ ტრამპს მივიჩნევთ, - ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.

„ირანის წინააღმდეგ ბოლო ამბოხება იმით იყო განსხვავებული, რომ მასში აშშ-ის პრეზიდენტი პირადად ჩაერია“, - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.

მისი თქმით, „ისრაელსა და აშშ-სთან დაკავშირებულმა პირებმა არეულობების დროს რამდენიმე ათასი ადამიანი მოკლეს“.

„ამერიკული ამბოხების მიზანი ირანის შთანთქმა იყო. ირანელმა ხალხმა ამბოხება დაამარცხა, ახლა მეამბოხეებიც უნდა დაამარცხოს“, - აღნიშნა ხამენეიმ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.