ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აიათოლა ალი ხამენეი - ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ისინი ომს დაიწყებენ, ამჯერად ეს რეგიონული ომი გახდება

აიათოლა ალი ხამენეი - ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ისინი ომს დაიწყებენ, ამჯერად ეს რეგიონული ომი გახდება

ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ისინი ომს დაიწყებენ, ამჯერად ეს რეგიონული ომი გახდება, - ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.
„ჩვენ ომს არ ვიწვევთ და რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმას არ ვცდილობთ, მაგრამ ირანელი ხალხი ძლიერ დარტყმას მიაყენებს ყველას, ვინც მას თავს დაესხმება“, - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.
მისი თქმით, ირანელ ხალხს აშშ-ის მუქარის არ უნდა შეეშინდეს.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი აშშ-სთან „სერიოზულ მოლაპარაკებებს“ აწარმოებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.