ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ირანის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში აქტივობა მოსალოდნელზე დაბალი იყო

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ირანის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში აქტივობა მოსალოდნელზე დაბალი იყო.
„ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების მეორე ტურში ხალხის აქტივობა მნიშვნელოვანი და ისლამური რესპუბლიკისთვის სიამაყის წყარო იქნება“, - განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა.
ხამენეიმ აღნიშნა, რომ დაბალი აქტივობა რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული და მოსახლეობას მეორე ტურში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, ირანის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში აქტივობა 40% იყო, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. 5 ივლისს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს რეფორმისტი კანდიდატი, მასუდ პეზეშკიანი და ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანი, საიდ ჯალილი დაუპირისპირდებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.