ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აიათოლა ალი ხამენეიმ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები დაუსახა ახალ პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ 28 ივლისს ოფიციალურად გამოუცხადა მხარდაჭერა ახალი პრეზიდენტის თანამდებობაზე მასუდ ფეზეშქიანს და მას დაავალა, ყურადღების ცენტრში იქონიოს ირანის ურთიერთობები მეზობლებთან და არა დასავლეთის ქვეყნებთან.
თავის ბრძანებულებაში ხამენეიმ ფეზეშქიანს უწოდა „ბრძენი, პატიოსანი, პოპულარული და განსწავლული“ ადამიანი.
ხამენეი ირანში უმაღლესი რელიგიური და პოლიტიკური ავტორიტეტია და მას გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის ყველა სახელმწიფო საკითხში.
ხამენეიმ თქვა, რომ ფეზეშქიანის მთავრობის საგარეო პოლიტიკამ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს „სახელმწიფოებს, რომლებიც ირანს მთელი ამ წლების განმავლობაში უჭერდნენ მხარს როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარედან მომდინარე ზეწოლის პირობებში“.
ხამენეის მხრიდან მხარდაჭერის მიღების შემდეგ ფეზეშქიანმა თავის გამოსვლაში ისაუბრა „რეფორმების აუცილებლობაზე“, მაგრამ დასძინა, რომ ის შეეცდება „განახორციელოს უზენაესი ლიდერის გენერალური პოლიტიკა“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.