ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ათმა ქართულმა კომპანიამ სათამაშოების უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და The USAID Economic Security Program-ის მხარდაჭერით, ათმა ქართულმა კომპანიამ სათამაშოების უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში – Spielwarenmesse 2024 მიიღო მონაწილეობა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო – „ვუდსის“; „თამაშობანას“; „ოდინდელის“; „კოკიტოს“; „ცაცია ოსტატის“; „დინოს“; „რუსანას“; „გოგორას“; „იკო კიდსის“; „თვითის“ სათამაშოები.
Spielwarenmesse გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში 1949 წლიდან ყოველწლიურად იმართება და სათამაშოების ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული სავაჭრო გამოფენაა.
Spielwarenmesse-ს ესწრებიან სათამაშოების ბიზნესთან ასოცირებული მწარმოებლები, სავაჭრო ვიზიტორები, მედიის წარმომადგენლები. გამოფენის ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად 70 000-ს აჭარბებს. წელს ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 60 ქვეყნის 3 000-მდე სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიამ.
„„აწარმოე საქართველოში“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა წლებია თანამშრომლობენ სათამაშოების ინდუსტრიის განვითარებისთვის, ექსპერტების დახმარებით, ქართული კომპანიების მომზადებისა და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიმართულებით, მათ შორის, საბაზრო კავშირების გაფართოებისა და გაყიდვების სტიმულირების მიზნით“, – ნათქვამია ორგანიზაციის „აწარმოე საქართველოში“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.