ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ათენის ხელოვნების ცენტრში ქართველი მხატვრების გამოფენა გაიმართება

ათენის ხელოვნების ცენტრში ქართველი მხატვრების გამოფენა გაიმართება

20-25 ნოემბერს, საბერძნეთში, ათენის ხელოვნების ცენტრში, საქართველოს საელჩოს ეგიდით, გაიმართება გამოფენა სახელწოდებით: „ქართველი მხატვრები საბერძნეთში“.
გამოფენა საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიული მუზეუმისა და ათენის მუნიციპალიტეტის კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის ორგანიზაციის „ოპანდა“ მხარდაჭერით ტარდება და გამოფენილი იქნება ხელოვნების სხვადასხვა ნიმუში.
მისამართი: City of Athens Arts Centre, Vasilissis Sofias Avenue, 115 21, Eleftherias Park (ათენის ხელოვნების ცენტრი, ელეფთერიას პარკი, ვასილისის სოფიას გამზირი, მეტროსადგურ – „მეღარო მუსიკის“ მიმდებარედ).

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.