აზრის გამოხატვა არ შეიძლება იყოს მიმართული კონკრეტული ადამიანის დასაკნინებლად – იოსელიანი

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ეხმაურება ფეისბუქ-პოსტების გამო ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოებას. ის ამტკიცებს, რომ აზრის გამოხატვა, თუნდაც სოციალურ ქსელში, როცა ის აკნინებს კონკრეტულ ადამიანებს, არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.
“სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო იცავს ძალიან მკაცრ და კრიტიკულ მოსაზრებებს, მათ შორის ისეთსაც, რაც საზოგადოების უმეტესობისთვის შეიძლება მიუღებელი და შოკისმომგვრელიც იყოს, მაგრამ ის არ იცავს, მათ შორის, არც საჯარო პირების მიმართ სიძულვილის ენას, ბულინგს, ძალადობის წაქეზებას ან ბილწსიტყვაობას. აზრის გამოხატვა, მათ შორის, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, არ შეიძლება მიმართული იყოს კონკრეტული ადამიანის დასაზიანებლად ან დასაკნინებლად. ეს არის სტანდარტი, როგორც სტრასბურგის სასამართლო განმარტავს კონვენციის 10 მუხლს და ამაზე არაერთი გადაწყვეტილებაა მიღებული. დანარჩენი დამოკიდებულია საქმის დეტალებზე და სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებზე, რაზე დაყრდნობით იბარებენ ამ ადამიანებს ან რა ტიპის გამონათქვამებს ედავებიან”, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
დღეს, 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-მდე აქტივისტი და ჟურნალისტია დაბარებული. ყველა მათგანს „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებისათვის ფეისბუქზე შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.
უფრო ვრცლად, წაიკითხეთ შემდეგ ბმულზე:
· დევნა Facebook პოსტებისთვის – “ქართული ოცნება” ჟურნალისტებს და აქტივისტებს უჩივის

ასევე დაგაინტერესებთ

გოჩა მირცხულავა: მიშას კომპლექსი… ალბათ უფრო სწორია ვთქვა – მიშათი დაკომპლექსებულები. ვინ არიან ისინი? პერსონიფიცირებას აზრი არ აქვს – მთლიანად ქართულ პოლოტიკურ სპექტრს აქვს მიშას კომპლექსი – განსაკუთრებით მისგან “ნაჩეკ” ლიდერებს