ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„აზიმუტი“ მოსკოვიდან ქუთაისშიც იფრენს

მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სახელისუფლებო მედია ავრცელებს.
როგორც TACC წერს, „აზიმუტი“ ზაფხულის პერიოდში ფრენებს მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებით ივლისში დაიწყებს. კერძოდ, საუბარია 2 ივლისიდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში. ფრენები კვირაში ორჯერ — სამშაბათსა და პარასკევს — შესრულდება.
ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ პირველი ფრენა ვნუკოვის აეროპორტიდან 07:10 საათზეა დაგეგმილი, ქუთაისში კი საქართველოს დროით 11:45 საათზე ჩაფრინდება. რაც შეეხება ქუთაისიდან მოსკოვამდე გამგზავრებას, ფრენა 12:45 საათზეა დაგეგმილი და მოსკოვში 15:25 საათზე დაჯდება.
ავიაკომპანია „აზიმუტი“ საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ფრენებს ამ დროისთვის ორი ქალაქიდან, თბილისიდან და ბათუმიდან ახორციელებს.
· რუსებისთვის თბილისში ახალი სატრანსპორტო ჰაბი იქმნება — „აზიმუტის“ მფლობელი
· რუსულ „აზიმუტს“ მომსახურებას პრორუსი კვარაცხელიას შვილის კომპანია გაუწევს
· ავიაკომპანია „აზიმუტი“ სანქცირებულია უკრაინაში

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.