ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„აზიის განვითარების ბანკის“ 58-ე ყოველწლიურ შეხვედრას მილანი მასპინძლობს

„აზიის განვითარების ბანკის“ 58-ე ყოველწლიურ შეხვედრას მილანი მასპინძლობს

„აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) რიგით 58-ე ყოველწლიურ შეხვედრას წელს მილანი მასპინძლობს. შეხვედრები 4-7 მაისის პერიოდში გაიმართება.
შეხვედრების მთავარი თემა იქნება: „გამოცდილების გაზიარება, მომავლის შექმნა: აზიასა და წყნარ ოკეანეში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები“.
შეხვედრების მიმდინარეობისას ADB, პარტნიორები და დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრი განიხილავს, თუ როგორ არის შესაძლებელი საერთო ინოვაციური გადაწყვეტილებების საფუძველზე აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში სტაბილურობის, პროგრესისა და მდგრადი განვითარების შექმნა.
თბილისის დროით, 13:30 საათზე “აზიის განვითარების ბანკის” პრეზიდენტი, მასატო კანდა პრეს კონფერენციას გამართავს და მედიის კითხვებს უპასუხებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.