აზერბაიჯანში ოპოზიციური პარტიის ლიდერის სახლში ჩხრეკა ჩატარდა

ადგილობრივი მედიის ცნობით, „სახალხო ფრონტის პარტიის“ ლიდერი ალი ქარიმლი ამ ეტაპზე დაკავებული არ არის
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის“ ლიდერ ალი ქარიმლის სახლში. ამის შესახებ სააგენტო Trend-ი სპეციალური სამსახურის წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
„ჩხრეკა ტარდება აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, რამიზ მეხტიევის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში,“ – წერს გამოცემა. ასევე აღინიშნება, რომ თავად ქარიმლი ამ დროისთვის დაკავებული არ არის.
მეხტიევი 1995–2019 წლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა, ხოლო 2019–2022 წლებში – ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიას. ამჟამად მის მიმართ წარმოებს სისხლის სამართლის საქმეები შემდეგი მუხლებით: 278.1 („სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდებაზე მიმართული ქმედებები“), 274 („სახელმწიფო ღალატი“) და 193-1.3.2 („დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების ლეგალიზაცია“).

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – გვარამიამ მითხრა: “მიშას გავწევ და 2028 წელს ბიძინა ხელისუფლებას გადმომაბარებსო“, ვიფიქრე, გააფრინა – თურმე მისი წონის არ ვყოფილვართ, სააკაშვილი რომ გამეძარცვა, მეტი წონა მექნებოდა – შემიძლია ისე დავმარხო პოლიტიკურად, ვეღარასდროს წამოყოს თავი