ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აზერბაიჯანში არჩევნებს "ოცნების" დეპუტატები აკვირდებიან

აზერბაიჯანში არჩევნებს "ოცნების" დეპუტატები აკვირდებიან

აზერბაიჯანში მილი მეჯლისის (პარლამენტის) ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელსაც "ქართული ოცნების“ დეპუტატები, სავალან მირზოევი, ირაკლი ქადაგიშვილი და ზაურ დარგალი აკვირდებიან.
კენჭისყრა დილის 08:00 საათზე დაიწყო და 19:00 საათზე დასრულდება. პოტენციური ამომრჩევლების საერთო რაოდენობა 6 421 960-ია.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად მილი მეჯლისის 125 წევრი უნდა აირჩიონ. ამჟამად 125-დან 69 ადგილი ილჰამ ალიევის პარტიას აქვს, დანარჩენი ადგილები კი სხვა პროსამთავრობო პარტიებს.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 28 ივნისს მოაწერა ხელი VI მოწვევის მილი მეჯლისის (პარლამენტის) დაშლისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულებას.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.