ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქოში რუსული საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ ოფისში რუსეთის „ფეესბეს“ ორი თანამშრომელი დააკავეს

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქოში რუსული საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ ოფისში რუსეთის „ფეესბეს“ ორი თანამშრომელი დააკავეს

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქოში, რუსული საინფორმაციო სააგენტოს, „სპუტნიკის“ ოფისში რუსეთის „ფეესბეს“ ორი თანამშრომელი დააკავეს.
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, დღეს დილით პოლიციის მიერ რუსული სააგენტოს ბაქოს ოფისში ჩატარებული ოპერაციის შედეგად დაკავებულია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი, რომლებიც ამ სააგენტოში მუშაობდნენ.
ცნობისთვის, დღეს დილიდან აზერბაიჯანული მედია იუწყებოდა, რომ რუსული საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ ოფისში პოლიცია იყო შესული. შეგახსენებთ, თებერვალში მიღებული იყო გადაწყვეტილება აზერბაიჯანში მოქმედი რუსული სააგენტო „სპუტნიკის“ საქმიანობის შეჩერების შესახებ, თუმცა რუსული სააგენტოს რედაქციამ ეს გადაწყვეტილება არ შეასრულა და მუშაობას აგრძელებდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.