აზერბაიჯანმა უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებისთვის 1 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის ერთი მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ, – ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, თანხა აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს გადაეგზავნება, რომელიც ელექტრო ტექნიკას შეიძენს და უკრაინას გადასცემს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ბაქოსა და კიევს შორის ურთიერთობები მეგობრობისა და პარტნიორობის საფუძველზე ვითარდება.
„უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის სახელმწიფომ უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარული დახმარება არაერთხელ გაუგზავნა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!