პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აზერბაიჯანმა ნავთობისა და გაზის კონდენსატის მოპოვება 7.6%-ით შეამცირა

აზერბაიჯანში ნავთობისა და გაზის კონდენსატის მოპოვება 2023 წელს 7,6%-ით შემცირდა და 30,2 მლნ ტონა შეადგინა. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტი იტყობინება.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მოპოვებული კონდენსატის მოცულობა 32,7 მლნ ტონა იყო. ბუნებრივი აირის მოპოვება 46,7 მილიარდი კუბური მეტრიდან 48,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა.
ქვემოთ მოცემულია ნავთობისა და გაზის წარმოების მაჩვენებლები 2022 და 2023 წლებში აზერბაიჯანში (მლრდ კუბური მეტრი):
ნავთობისა და გაზის კონდენსატის წარმოება (მლნ ტონა) 2023 - 30,2; 2022 - 32,7
ბუნებრივი აირი: 2023 - 48,5; 2022 - 46 ,7
კომერციული გაზი: 2023 - 36.4; 2022 - 34.9

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.