აზერბაიჯანმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს დებულებას დელიმიტაციის კომისიების ერთობლივი საქმიანობის შესახებ

აზერბაიჯანმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს დებულებას საზღვრის დელიმიტაციის კომისიების ერთობლივი საქმიანობის შესახებ, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის შესახებ სახელმწიფო კომისიის მე-8 სხდომის ოქმისა და სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და საზღვრის უსაფრთხოების საკითხებზე კომისიის ოქმის მიხედვით, რომელსაც ხელი 2024 წლის 19 აპრილს მოეწერა, კომისიების ერთობლივი საქმიანობის შესახებ დებულებაზე შეთანხმების მიღწევაზე მუშაობა დასრულდა“, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
კომისიის ცნობით, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებმა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელებაზე მუშაობა დაიწყეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”