აზერბაიჯანი ცენტრალური აზიის საკონსულტაციო შეხვედრების ფორმატის სრულუფლებიანი მონაწილე გახდა

აზერბაიჯანს ცენტრალური აზიის ქვეყნების სახელმწიფოების მეთაურების საკონსულტაციო შეხვედრების სრულუფლებიანი წევრის სტატუსი მიენიჭა, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება ცენტრალური აზიის სახელმწიფოების მეთაურების მე-7 საკონსულტაციო შეხვედრაზე მიიღეს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ცენტრალური აზიის სახელმწიფოების თანამშრომლობის ფორმატში აზერბაიჯანის მიღება ხელს შეუწყობს თანამშრომლობისა და ურთიერთობების განმტკიცებას უზარმაზარ გეოგრაფიულ არეალში.
„მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს პატივცემულ კოლეგებს აზერბაიჯანის ცენტრალური აზიის სახელმწიფოების თანამშრომლობის ფორმატში გაწევრიანების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ურთიერთობების მეგობრულ და ძმურ ხასიათს და ხელს შეუწყობს თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების განმტკიცებას უზარმაზარ გეოგრაფიულ არეალში“, – განაცხადა ალიევმა ტაშკენტში, ცენტრალური აზიის სახელმწიფოების მეთაურების მე-7 საკონსულტაციო შეხვედრაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი