არქივი9 ივნისი, 2024, 18:07
აზერბაიჯანი არ ცნობს ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს
აზერბაიჯანი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ ცნობს ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს, - ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, არ ცნობს თვითგამოცხადებულ „საპარლამენტო არჩევნებს“, ისევე როგორც მათ შედეგებს, რომელიც გაიმართა 9 ივნისს საქართველოს ცხინვალის რეგიონში“, - ნათქვამია განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.