აზერბაიჯანი არის ჩვენი გამორჩეული მეგობარი, ჩვენთვის მხედველობაშია მისაღები აზერბაიჯანული და სომხური მხარეების ინტერესები, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები და ვფიქრობ, მოლაპარაკებების საფუძველზე იოლად ვიპოვით საუკეთესო გზას, რომელიც სამივე ქვეყნის ინტერესებს დააკმაყოფილებს

აზერბაიჯანი არის ჩვენი გამორჩეული მეგობარი, ჩვენთვის მხედველობაშია მისაღები აზერბაიჯანული და სომხური მხარეების ინტერესები, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები და ვფიქრობ, მოლაპარაკებების საფუძველზე იოლად ვიპოვით საუკეთესო გზას, რომელიც სამივე ქვეყნის ინტერესებს დააკმაყოფილებს
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან თურქმენეთში მქონდა ძლიან მეგობრული შეხვედრა; ზოგადად, აზერბაიჯანი არის ჩვენი გამორჩეული მეგობარი, მთავრობებს შორის არის გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობები, აქედან გამომდინარე, ჩვენ არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ გაგვიჭირდება საერთო ენის გამონახვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მოლაპარაკებების საგანია ის, თუ საბოლოო ჯამში რა ფორმით წარიმართება აზერბაიჯანიდან ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით.
„ჩვენთვის აბსოლუტურად მხედველობაშია მისაღები აზერბაიჯანული მხარის ინტერესები, ასევე სომხური მხარის ინტერესები, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები და ვფიქრობ, მოლაპარაკებების საფუძველზე იოლად ვიპოვით საუკეთესო გზას, რომელიც სამივე ქვეყნის ინტერესებს დააკმაყოფილებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა სამხრეთის გაზის დერეფნის ხელშეკრულების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებულ კითხვას და აღნიშნა, რომ ყველა თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, საქართველოს აზერბაიჯანთან აქვს გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობები, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა და ქართული მხარე იმედოვნებს, რომ მიღწეული იქნება ორივე მხარისთვის საინტერესო შეთანხმება.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი, ნაბიჯი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მისი პოტენციალის გამოყენებას და სახელმწიფოს მართვის ხარისხის გაუმჯობესებას

გია აბაშიძე: ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინატორი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება გაცილებით მაღალი და საპასუხისმგებლოა; ვინც ვერ ერკვევა და ნაცსპიკერობს, გრამატიკულ შეცდომებს მიხედოს