აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბაქოში ერთ-ერთ საელჩოზე ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აღკვეთა

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბაქოში ერთ-ერთ საელჩოზე ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აღკვეთა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სამი პირი დააკავეს, რომლებიც ე.წ. „ისლამურ სახელმწიფო - ხორასანის“ ბრძანებით ბაქოში ერთ-ერთ უცხოურ საელჩოზე ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდნენ.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამმა პირმა - ილგარ გულიევმა, ამინ პირიევმა და ელვინ ალიზადამ იარაღები შეიძინეს და რელიგიურ ნიადაგზე ტერორისტული თავდასხმისთვის ემზადებოდნენ.
უსაფრთხოების სამსახურმა არ დაასახელა, რომელი ქვეყნის საელჩოზე მზადდებოდა თავდასხმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.