ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - სომხეთის კონსტიტუცია და სამართლებრივი დოკუმენტები კვლავ აცხადებს პრეტენზიას აზერბაიჯანულ მიწებზე - ეს უნდა მოგვარდეს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - სომხეთის კონსტიტუცია და სამართლებრივი დოკუმენტები კვლავ აცხადებს პრეტენზიას აზერბაიჯანულ მიწებზე - ეს უნდა მოგვარდეს

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, - აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სამშვიდობო შეთანხმების ორ მუხლზე საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„სომხეთის კონსტიტუცია და სამართლებრივი დოკუმენტები კვლავ აცხადებს პრეტენზიას აზერბაიჯანულ მიწებზე. ეს უნდა მოგვარდეს“, - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ მორიგი შეხვედრის ადგილი და თარიღი ჯერ შეთანხმებული არ არის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.