ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - დსთ-ს სამიტს ილჰამ ალიევი დატვირთული გრაფიკის გამო ვერ ესწრება

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - დსთ-ს სამიტს ილჰამ ალიევი დატვირთული გრაფიკის გამო ვერ ესწრება

დსთ-ს სამიტზე ილჰამ ალიევის არყოფნა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს ხელს არ უშლის. შესაბამისი განცხადება კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
„აზერბაიჯანთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ფარგლებში პარტნიორულ ურთიერთობებს ვაგრძელებთ. აზერბაიჯანი დსთ-ს ყველა ფორმატში მონაწილეობას აგრძელებს“, - განაცხადა პესკოვმა.
მანამდე, აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო AZERTAC-მა სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე დსთ-ს არაფორმალურ სამიტზე ილჰამ ალიევის გამოუცხადებლობის მიზეზი დაასახელა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ დსთ-ს სახელმწიფოების მეთაურების არაფორმალურ სამიტს ილჰამ ალიევი დატვირთული გრაფიკის გამო ვერ ესწრება.
ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ილჰამ ალიევი 21 დეკემბერს გამართულ ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომას იმ მიზეზით არ დაესწრო, რომ აზერბაიჯანი კავშირის წევრი არ არის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.