აზერბაიჯანის ელჩს რუსეთის საგარეო უწყებაში „ბაქოს არამეგობრული ქმედებების გამო“ საპროტესტო ნოტა გადასცეს

რუსეთში აზერბაიჯანის ელჩს, რაჰმან მუსტაფაევს, ბაქოს მხრიდან „არამეგობრული ქმედებების“ გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საპროტესტო ნოტა გადაეცა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ელჩს გადაეცა ვერბალური ნოტა, დაკავებული რუსი ჟურნალისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოთხოვნით.
„რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხაილ გალუზინთან შეხვედრისას, ელჩს პროტესტი გადაეცა ბაქოს ბოლოდროინდელი არამეგობრული ქმედებების, აზერბაიჯანული მხარის მიერ ორმხრივი ურთიერთობების დარღვევისკენ მიმართული ნაბიჯების გამო. აზერბაიჯანის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს გადაეცა ვერბალური ნოტა, ბაქოში დაკავებული რუსი ჟურნალისტების, იგორ კარტავიხის და ევგენი ბელოუსოვის, დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბაქოში, „სპუტნიკ-აზერბაიჯანის“ ოფისში ოპერაცია განახორციელა. მოგვიანებით, სააგენტო „სპუტნიკმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაქოში უსაფრთხოების ძალებმა „აბსურდული ბრალდებებით“ ორი რუსი ჟურნალისტი დააკავეს – „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ რედაქციის ხელმძღვანელი იგორ კარტავიხი და მთავარი რედაქტორი ევგენი ბელუსოვი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო