„აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ ბაქოდან ყაზანის მიმართულებით ფრენები შეაჩერა

„აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ (AZAL) ბაქოდან ყაზანის მიმართულებით და პირიქით ფრენები განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ AZAL-ის მიერ სოციალურ მედიაში გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„აზერბაიჯანის ავიახაზები“ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ბოლო დროს ყაზანის საჰაერო სივრცე რეგულარულად იხურება.
„რუსეთის ქალაქ ყაზანის თავზე საჰაერო სივრცის რეგულარულად დახურვის გამო, AZAL განუსაზღვრელი ვადით აჩერებს ყველა ფრენას ბაქო-ყაზანი-ბაქოს მიმართულებით ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“, – აღნიშნულია „აზერბაიჯანის ავიახაზების“ განცხადებაში.
ყაზანი მეთერთმეტე რუსული ქალაქი გახდა, სადაც „აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ ფრენები შეაჩერა მას შემდეგ, რაც მისი სამგზავრო თვითმფრინავი 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქტაუში ავარიული დაშვებისას ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა. მედიასაშუალებები აზერბაიჯანულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. მათივე ინფორმაციით, დაზიანებული თვითმფრინავი რუსეთის არცერთ აეროპორტში არ დაუშვეს. AZAL-მა უსაფრთხოების მიზეზების გამო გააუქმა ფრენები ვლადიკავკაზში, ვოლგოგრადში, გროზნოში, მახაჩკალაში, მინერალნიე-ვოდიში, ნიჟნი ნოვგოროდში, სამარაში, სარატოვში, სოჭსა და უფაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე – საზღვარგარეთიდან ძალებმა პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს ჩვენი ერისა და ინტერესების წინააღმდეგ, თითქოს ქართველები ცუდად ეპყრობიან გარკვეული ეროვნების ტურისტებს, ეს სრული ტყუილია

მიხეილ სააკაშვილი – ტყუილია, რომ ბენზინი აფხაზეთში გადის, სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად, დეფიციტი აქვთ, ამიტომ გახდა საქართველოში ბენზინი 4 ლარი – ასე იცის რუსეთის ეკონომიკურ ვასალად ქცევამ