ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს თბილისში საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს 3-თვიანი საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ მიიღო.
მოსამართლის განმარტებით, სადიგოვს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში აღძრული საქმის მიხედვით, ბრალად ედება ადამიანებისგან შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის მიზნით.
დაკავებულის ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და მომხდარს თავის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს; თავად ადვოკატმა კი არაფერი იცის ბაქოში მიმდინარე გამოძიების დეტალებზე.
მეუღლემ, სევინჩ სადიგოვამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ - ბაქო აფგან სადიგოვს კრიტიკული პოზიციისთვის დევნის და რომ სამშობლოში ექსტრადიციის შემთხვევაში მას სიკვდილი ემუქრება.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში ჟურნალისტის მეუღლემ გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, სადიგოვი საქართველოში 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა და საქართველოს დატოვება უნდოდა ორი კვირის წინ, მაგრამ აეროპორტში ქვეყნიდან არ გაუშვეს.
პროკურატურა მის პატიმრობას გაქცევის საფრთხის გამო ითხოვდა.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.