ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ადვოკატმა საექსტრადაციო პატიმრობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ადვოკატმა, დიმიტრი ნოზაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სადიგოვს 3-თვიანი საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა, გაასაჩივრა.
ადვოკატმა შესაბამისი დოკუმენტაციით თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღეს მიმართა.
„საექსტრადაციო პატიმრობის შეცვლას და გათავისუფლებას ვითხოვთ. სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს, 2 000 ლარის ოდენობით ვთავაზობთ. ადამიანს საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით აქვს მიმართული და აღნიშნული სანამ იქნება, ექსტრადიცია ვერ განხორციელდება ვერანაირად“, - განაცხადა ნოზაძემ.
ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 3 აგვისტოს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3-თვიანი საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა. აფგან სადიგოვს აზერბაიჯანში მიმდინარე გამოძიების საფუძველზე გამოძალვის ორ ეპიზოდს ედავებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.