პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აზა ჩილაჩავა - ბოლომდე ვიბრძოლებ

აზა ჩილაჩავა - ბოლომდე ვიბრძოლებ

ხვალ რომ გავიდე, ხომ ვიცი, რომ სისხლის სამართლით გამიშვებთ, მაგრამ მაინც დავდგები, ბოლომდე ვიბრძოლებ, - ასე მიმართა 2 ნოემბერს ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა, აზა ჩილაჩავამ შსს-ს წარმომადგენელს სასამართლო სხდომაზე.
აზა ჩილაჩავას ციტატას „რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
ამ დროისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 71 წლის აზა ჩილაჩავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ჩილაჩავას საქმეს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანი განიხილავს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აზა ჩილაჩავას გზის „ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება.
როგორც ცნობილია, აზა ჩილაჩავას მშრალი შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.