არქივი11 მაისი, 2024, 18:54
აზაროვი და გოჩოლეიშვილი "შახტართან" ერთად უკრაინის ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]
უკრაინის პრემიერლიგის 28-ე ტურში „შახტარმა“ უახლოესი მდევარი კიევის „დინამო“ 1:0 დაამარცხა და ორი ტურით ადრე გახდა ჩემპიონი.
„შახტარმა“ ზედიზედ მეთხუთმეტე გამარჯვება მოიპოვა და მეთხუთმეტედ დაეუფლა ოქროს მედლებს.
დონეცკურ გუნდში ირაკლი აზაროვმა 71-ე წუთამდე ითამაშა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი სათადარიგო იყო.
„შახტარი“ 15 მაისს, თასის ფინალში, როვნოში „ვორსკლას“ დაუპირისპირდება.
შახტარი - დინამო 1:0
გოლი: სუდაკოვი (33, პენ)
გაძევება: ეგინალდუ (90+5, შახტარი)
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.