ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აზაროვის "შახტარი" შესაძლოა, გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტმა მწვრთნელმა ჩაიბაროს

აზაროვის "შახტარი" შესაძლოა, გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტმა მწვრთნელმა ჩაიბაროს

ჟურნალისტ იგორ ბურბასის ინფორმაციით, დონეცკის "შახტარმა", სადაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ირაკლი აზაროვი თამაშობს, შესაძლოა, უახლოეს მომავალში მწვრთნელი შეიცვალოს.
უკრაინულ გუნდს ამჟამად მარინო პუსიჩი მოძღვრავს, თუმცა შედეგები არც თუ ისე დამაკმაყოფილებელი აქვს და უკვე მის შემცვლელზე ფიქრობენ.
ერთ-ერთი ვარიანი "აიაქსის" თავკაცი ფრანჩესკო ფარიოლი გახლავთ, თუმცა ამსტერდამელები ჩემპიონობისთვის იბრძვიან და ეს ვარიანტი ნაკლებად სავარაუდოა.
გავრცელებული ინფორმაციით, "შახტარი" ასევე განიხილავს ედინ ტერზიჩის ვარიანტსაც, რომელმაც გასულ სეზონში "დორტმუნდი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ათამაშა და ამჟამად უმუშევარია.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.