აზად ქარიმოვი – მარნეულში „ქართული ოცნება“ ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას – მიხეილ სააკაშვილის პარტია 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ იღებს და რუსთაველის გამზირზე იქნება

მარნეულში „ქართული ოცნება“ ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას – მიხეილ სააკაშვილის პარტია 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ იღებს და რუსთაველის გამზირზე იქნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, აზად ქარიმოვმა განაცხადა.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე აზად ქარიმოვი პარტიის ლიდერებთან ერთად მარნეულში მოსახლეობას შეხვდა და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მარნეულში მიმდინარეობს ადამიანების დაშინება, არის ფაქტები, სადაც „ქართული ოცნების“ წევრები, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებთან მიდიან და ეუბნებიან, რომ – 5 ნომრით ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ იღებს არჩევნებში მონაწილეობას, მიხეილ სააკაშვილის პარტია – „ქართული ოცნების „სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ იღებს! 4 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვიქნებით რუსთაველის გამზირზე, ყველას მოგიწოდებთ 4 ოქტომბერს რუსთაველზე შეკრებისკენ!“, – განაცხადა აზად ქარიმოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)