ავტომობილში მოუკლავს… მერე მანქანიდან გადააგდეს, ტყვია აქვს გულში მოხვედრილი… – რას ჰყვება საგარეჯოში მოკლულის მამა

საგარეჯოში გუშინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით მოკლული 38 წლის გიორგი ფეიქრიშვილი, სოფელ ანთოკის მიმდებარედ მწყემსმა იპოვა.
მოკლულის მამა და მეგობრები ჰყვებიან, რომ მხარეებს შორის რამდენიმე დღის წინ დაიწყო კონფლიქტი, რის შესახებაც იცოდნენ და მოგვარებას ცდილობდნენ.
მათივე თქმით, მოკლული და სავარაუდო დამნაშავე წარსულში მეგობრები იყვნენ, თუმცა მათ შორის უთანხმოება ყოფით ნიადაგზე დაიწყო და მკვლელობით დასრულდა.
მოკლული 38 წლის კაცი დაპირისპირებულ მხარეს მარტო შეხვდა, რის გამოც, ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს.
„სახლიდან გავიდა 2 საათზე და ალბათ, მალევე შეხვდა მკვლელს. მე 4 საათზე შემატყობინეს ეს ამბავი. სხვა დეტალები არ ვიცი. ავტომობილში მოუკლავს და მერე მანქანიდან გადააგდესო, ასე თქვეს. დეტალები ზუსტად არ ვიცი. საგარეჯოში ჩაისვა მანქანაში მკვლელმა, არ ვიცი სად მოკლა, რა მოხდა, სხვა დეტალები არ ვიცი. შეიძლება აქვე მოკლა და სადღაც სოფელში ჩამოაგდო.
გიორგი ქურდოვანიძე და გიორგი ფეიქრიშვილი ბავშვობაში მეგობრები იყვნენ. შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი. მოკლული მწყემსმა იპოვა. ერთი ტყვია აქვს გულში მოხვედრილი. მოტივი რა არის, არც ეგ ვიცი. ალბათ, ძალიან დიდი უთანხმოება, სავარაუდოდ, ყოფით ნიადაგზე დაპირისპირება. მაგას პოლიცია გაარკვევს”, – ამბობს მოკლულის მამა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ რომ გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ