ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავტომობილის მართვის წესები მკაცრდება – საყურადღებო ინფორმაცია მძღოლებისთვის

ავტომობილის მართვის წესები მკაცრდება – საყურადღებო ინფორმაცია მძღოლებისთვის

პარლამენტში დაინიცირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს.
კანონპროექტის თანახმად, იგეგმება რიგი საჯარიმო სანქციების გამკაცრება. მათ შორის, ცვლილება ეხება არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის საკითხსაც.
კანონპროექტის თანახმად, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე მიდგომა მკაცრდება. მართალია, ამ ტიპის დანაშაულზე არსებული კანონმდებლობით მოქმედი ფულადი ჯარიმა და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა უცვლელი რჩება, თუმცა იზრდება მართვის მოწმობის ჩამორთმევის ხანგრძლივობა.
უფრო კონკრეტულად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მძღოლს გარკვეულ 3 ტიპის ადმინისტრაციულ დარღვევაზე, დაკისრებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი, მართვის მოწმობის უფლება აქვს ჩამორთმეული და ამ სახდელის პერიოდში კვლავ იგივე სამართალდარღვევა დაუფიქსირდება, მართვის მოწმობის შეჩერების ვადა კიდევ 1 წლით გაეზრდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.