ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავტომაგისტრალის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია – შალვა პაპუაშვილი

ავტომაგისტრალის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია – შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „პუბლიკა” სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.
„1. დამფინანსებელი პასუხს აგებს, მისგან დაფინანსებული ორგანიზაციის მიერ კანონის დაცვაზე,
2. „პუბლიკა“ ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციაა,
3. ავტომაგისტრალის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია,
4. „პუბლიკა“ რეკლამირებას უწევს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას,
5. ევროკავშირის საელჩო, როგორც დამფინანსებლის წარმომადგენელი, პასუხისმგებელია წინასწარ დაანონსებული სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგებზე.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „პუბლიკა” სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.