არქივი28 დეკემბერი, 2023, 15:11
ავტობუსი და ტურისტების მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა – დაღუპულია უცხოეთის მოქალაქე
მთავარი არხის ინფორმაციით, აბაშაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას უცხოეთის მოქალაქე ემსხვერპლა. დაშავებულია ორი ადამიანი.
შემთხვევა სოფელ მარანთან მოხდა. ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და მინივენი შეეჯახა, რომელსაც უცხოელი ტურისტები გადაჰყავდა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. გარდაცვლილი ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ჯერჯერობით უცნობია რომელი ქვეყნის მოქალაქეა ის. დაკითხვაზე არიან გადაყვანილები მძღოლები. ერთ-ერთ მათგანს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.