არქივი20 აგვისტო, 2025, 20:41
“ავტობანი უნდა დასრულებულიყო 2015 წელს, ქოცებმა კი ორჯერ მოიპარეს მთელი ფული” – სააკაშვილი

მე მიხარია ბათუმის ავტობანის დასრულება, ოღონდ ამას ყველაფერს ამწარებს ის გარემოება, რომ ჩემი გეგმით (ჩემს გეგმებს ყოველთვის ვადაზე ადრე ვასრულებდი) ავტობანი უნდა დასრულებულიყო 2015 წელს, ქოცებმა კი ორჯერ მოიპარეს მთელი ფული, შემოიყვანეს ჩინური კომპანიები, რომელთა მუშაობის ხარისხი ძალიან საეჭვოა და ზუსტად 10 წლით დააგვიანეს სამუშაოების დასრულება.
საქართველოს დაპაუზებას ბოლო უნდა მოეღოს!
და კიდევ – ჩვენ აუცილებლად, მაქსიმუმ 3 წელიწადში ავაშენებთ ახალ, სწრაფ რკინიგზას ბათუმამდე და ლაზიკამდე, რომლითაც თითოეული მიმართულებით კომფორტულად ჩავალთ თბილისიდან დაახლოებით 2 საათში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.