ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე პოპულისტური პარტია იმარჯვებს, მმართველი პარტია მეორე ადგილზეა

ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე პოპულისტური პარტია იმარჯვებს, მმართველი პარტია მეორე ადგილზეა

ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე პოპულისტური “ავსტრიის თავისუფლების პარტია“ იმარჯვებს, რომელსაც ჰერბერტ კიკლი ხელმძღვანელობს, - ინფორმაციას “დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი ოფიციალური შედეგების მიხედვით, პარტიამ არჩევნებში ხმების 29.2 %-ი მოიპოვა.
მეორე ადგილზეა მმართველი კონსერვატიული „ავსტრიის სახალხო პარტია“, რომელსაც კანცლერი კარლ ნეჰამერი ხელმძღვანელობს და რომელმაც არჩევნებში ხმების 26.5%-ი მიიღო. ავსტრიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ - 21.1%-ი, პარტიამ „ახალი ავსტრია და ლიბერალური ფორუმი“ – 9%-ი, მწვანეებმა კი - 8%-ი.
მცირე პარტიებმა, როგორიცაა „ავსტრიის კომუნისტური პარტია“ და „ლუდის პარტია“, ავსტრიის პარლამენტში წარმომადგენლობის მოსაპოვებლად საჭირო ხმების 4%-ზე მნიშვნელოვნად ნაკლები მიიღეს.
ხმების დათვლისას გათვალისწინებული იქნა ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების უმრავლესობა. დარჩენილი ხმების დათვლა, სავარაუდოდ, 3 ოქტომბრამდე მოხდება.
შეგახსენებთ, ავსტრიაში საპარლამენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 78%-ი შეადგინა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.