ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირის ქვეყნები სამხრეთ ლიბანიდან გაერო-ს სამშვიდობო ძალებს არ გაიყვანენ

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირის ქვეყნები სამხრეთ ლიბანიდან გაერო-ს სამშვიდობო ძალებს არ გაიყვანენ

ევროკავშირის ქვეყნები სამხრეთ ლიბანიდან გაერო-ს სამშვიდობო ძალებს არ გაიყვანენ, - ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ შალენბერგმა განაცხადა.
„გაყვანის ან სხვა რაიმე მსგავსის შესახებ დებატები არ ყოფილა. ისინი იქ დარჩებიან, მაგრამ ჩვენი ჯარისკაცების უსაფრთხოება უმთავრესია და იგი ყველამ უნდა უზრუნველყოს“, - განაცხადა ალექსანდერ შალენბერგმა.
ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალების (UNIFIL) საბრძოლო მოქმედებების ზონებიდან გაყვანისკენ მოუწოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.