ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი თანამდებობას ტოვებს

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი თანამდებობას ტოვებს

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან მას შემდეგ განაცხადა, რაც ავსტრიაში ულტრამემარჯვენე "თავისუფლების პარტიის" გარეშე კოალიციის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებები ჩავარდა.
"უახლოეს დღეებში მე გადავდგები როგორც კანცლერი და „სახალხო პარტიის“ ლიდერი და უზრუნველვყოფ მოწესრიგებულ გადასვლას," – აღნიშნულია ავსტრიის კანცლერის სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც სექტემბერში გამართულ არჩევნებში გამარჯვება ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ მოიპოვა, ლიბერალური პარტია Neos, „სახალხო პარტია“ და სოციალ-დემოკრატები სამპარტიული მმართველი კოალიციის ფორმირებას ცდილობდნენ.
წყარო: მთავარი არხი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.