ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავსტრიელმა სამართალდამცავებმა ტეილორ სვიფტის კონცერტზე თავდასხმის გეგმასთან დაკავშირებით ერაყის მოქალაქე დააკავეს

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ტეილორ სვიფტის კონცერტზე თავდასხმის სავარაუდო გეგმასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერაყის 18 წლის მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას CNN-ი ავსტრიის
შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ზოგიერთი წყაროს ცნობით, ერაყელმა ეჭვმიტანილმა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ ერთგულებაზე 6 აგვისტოს ფიცი დადო, მაგრამ, ჯერჯერობით, გაურკვეველია ჰქონდა თუ არა მას რაიმე კავშირი დაგეგმილ თავდასხმასთან.
მანამდე, სამართალდამცავებმა, თავდასხმის სავარაუდო გეგმასთან დაკავშირებით, 17 და 15 წლის ავსტრიელი ახალგაზრდები დააკავა. გამოცემა Kurier-ის ცნობით, მოგვიანებით, 15 წლის მოზარდი გაათავისუფლეს და ამჟამად მას მოწმის სტატუსი აქვს.
ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის კონცერტები ვენაში ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს უნდა გამართულიყო, თუმცა, უსაფრთხოების მიზნით, სამივე მათგანი გაუქმდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.