ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავსტრიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს | გამოძიება დაჯგუფებას 62 ბინის გაქურდვას ედავება

ავსტრიაში დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები დააკავეს. დაკავებულები არიან საქართველოს ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე.
საქმის მასალებით დგინდება, რომ დაჯგუფის წევრებმა 2022 წლის დეკემბერში ფორარლბერგში, ტიროლსა და კარინტიაში 62 ბინა გაქურდეს და წაიღეს სხვადასხვა ნივთები. მათ შორის, ელექტროტექნიკა და ტანსაცმელი. ისინი საკეტებს აზიანდებდნენ და ბინებში ისე შედიოდნენ.
პროკურატურის ცნობით, სამივე პირი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დააკავეს, ერთი ქართველი კი [მეოთხე ეჭვმიტანილი], ამ დრომდე მიმალვაშია.
უწყების ცნობითვე, ჩხრეკა ჩატარდა საქართველოშიც, ბრალდებულების სახლში და ამოღებულია ავსტრიაში მოპარული ნივთები.
დაკავებულების სასამართლო პროცესები იანვრიდან დაიწყება.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.