ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავსტრიაში არჩევნების შემდეგ პარტიების ხელმძღვანელები ერთიანდებიან ულტრამემარჯვენეთა ლიდერის წინააღმდეგ

ავსტრიაში არჩევნების შემდეგ პარტიების ხელმძღვანელები ერთიანდებიან ულტრამემარჯვენეთა ლიდერის წინააღმდეგ

ავსტრიის პარტიების ლიდერები გაერთიანდნენ იმ იდეის უარსაყოფად, რომ კოალიციის შექმნა შესაძლებელია ულტრამემარჯვენე პარტია "თავისუფლების" (FPO) ლიდერთან, ჰერბერტ კიკლთან - მას მერე, რაც FPO, როგორც ჩანს, პირველ ადგილზე გავიდა 29 სექტემბრის არჩევნებით.
კომპანია Foresight-ის მიერ სამაუწყებლო კომპანია ORF-სთვის ჩატარებული გამოკითხვის წინასწარი შედეგებით, პარტია "თავისუფლებას" ერგო ხმების 28,9 პროცენტი, ხოლო კონსერვატიულ სახალხო პარტიას (OVP) - 26,3 პროცენტი - ეს მონაცემი ეფუძნება ბიულეტენების 83 პროცენტს.
FPO-ს კოალიციის შექმნა დასჭირდება ერთ ან ორ პარტიასთან საიმისოდ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვოს და სტაბილური მთავრობა შექმნას - მაგრამ როცა კენჭისყრის შემდეგ პარტიებმა კონსულტაცია გამართეს, ამგვარი კოალიციის შექმნის სურვილი არ გამოუხატავს არც ერთ პოტენციურ პარტნიორს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.