ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი – ღაზაში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე თვალს ხუჭავს – ავსტრალია პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღიარებს

ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე თვალს ხუჭავს, – ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ განაცხადა.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, ენტონი ალბანეზეს განცხადებით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუწყო იმან, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა მოკავშირეების მოსმენაზე უარს ამბობს.
„მან კიდევ ერთხელ გამიმეორა ის, რაც საჯაროდაც უთქვამს და ეს ნიშნავს, რომ თვალს ხუჭავს უდანაშაულო ხალხისთვის მიყენებულ შედეგებზე“, – განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა.
ენტონი ალბანეზეს ცნობით, ავსტრალია პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღიარებს.
ავსტრალიის პრემიერის თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მისმა მთავრობამ პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტისგან, მაჰმუდ აბასისგან მიიღო ვალდებულება, რომ „ჰამასს“ არცერთ მომავალ სახელმწიფოში არანაირი როლი არ ექნება.

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”