ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავსტრალია უკრაინას 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

ავსტრალიის მთავრობა უკრაინისთვის კიდევ 250 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების გაწევას გეგმავს, - ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ავსტრალიის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლსმა დახმარების პაკეტი ვაშინგტონში, ნატო-ს სამიტის დასკვნით დღეს გამოაცხადა.
ABC News-ი წერს, რომ ავსტრალიამ და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის სხვა ქვეყნებმა, რომლებიც ნატო-ს წევრები არ არიან, გაგზავნეს დელეგაციები ალიანსთან კავშირების გასამყარებლად რეგიონში ჩინეთის მხრიდან აგრესიის შიშის ფონზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.