ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავსტრალიაში 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა აიკრძალა

ავსტრალიაში 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა აიკრძალა

ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედია აკრძალა და მასზე წვდომა დაბლოკა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 10 უმსხვილეს პლატფორმას, მათ შორის TikTok-ს, Alphabet-ს, YouTube-ს, Meta-ს, დაევალათ ბავშვების დაბლოკვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი კანონის თანახმად, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მარეგულირებლები ყურადღებით აკვირდებიან, 49.5 მილიონ ავსტრალიურ დოლარამდე (33 მილიონი აშშ დოლარი) ჯარიმა დაეკისრებათ.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ დღევანდელ დღეს ოჯახებისთვის „საამაყო დღე“ უწოდა.
„ეს უზარმაზარ ცვლილებას გამოიწვევს. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი სოციალური და კულტურული ცვლილება, რომლის წინაშეც ჩვენი ერი ყოფილა. ეს არის ღრმა რეფორმა, რომელიც მთელ მსოფლიოში გააგრძელებს გამოძახილს“, - განაცხადა ალბანეზემ.
Reuters-ი წერს, რომ ავსტრალიის მთავრობის ამ ნაბიჯს ბევრი მშობელი და ბავშვთა დამცველი მიესალმა, თუმცა მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა და სიტყვის თავისუფლების დამცველებმა გააკრიტიკეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.