ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავსტრალიაში ცოლ-ქმარი რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

ავსტრალიაში ფედერალურმა პოლიციამ რუსული წარმოშობის ცოლ-ქმარი რუსეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. დაკავებული ქალი ავსტრალიის მოქალაქეა და ავსტრალიის არმიაში მუშაობდა. პოლიცია ამჟამად იძიებს, რა ტიპის ინფორმაცია მიაწოდა ცოლ-ქმარმა რუსულ მხარეს და არის თუ არა ამ ინფორმაციაში სამხედრო მონაცემები.
ოფიციალური ბრალდების მიხედვით, ცოლ-ქმარმა "ხელში ჩაიგდო ავსტრალიის თავდაცვის ძალების ინფორმაცია" რუს თანამდებობის პირებთან მიწოდების მიზნით. დაკავებული ქალი ავსტრალიის თავდაცვის ძალებში საინფორმაციო სისტემების ტექნიკოსად მუშაობდა. როგორც ცნობილია, ქალი ასევე შვებულების დროს რუსეთში იმყოფებოდა.
ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში ავსტრალიელ ცოლ-ქმარს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ელით. რამდენიმე დღის წინ ავსტრალიის პრემიერმინისტრმა ენტონი ალბანეზმა თქვა, რომ მას მიაწოდეს ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურებიდან მოსალოდნელი დაკავებების შესახებ.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.