ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავსტრალიაში საყოველთაო არჩევნები მიმდინარეობს

ავსტრალიაში საყოველთაო არჩევნები მიმდინარეობს

ავსტრალიაში საყოველთაო არჩევნები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, მთავარი ბრძოლა პრემიერ-მინისტრ, ენტონი ალბანეზის მმართველ მემარცხენე „ლიბერალურ პარტიასა“ და პიტერ დატონის ოპოზიციურ კონსერვატიულ „ლიბერალურ-ნაციონალურ კოალიციას“ შორის გაიმართება.
უმრავლესობის მოსაპოვებლად ავსტრალიის წარმომადგენელთა პალატაში 76 მანდატის მოპოვებაა საჭირო.
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 18 მილიონამდე ავსტრალიელია დარეგისტრირებული.
წინასწარი ხმის მიცემის პროცედურის შედეგად, ხმა უკვე 8.57 მილიონმა ავსტრალიელმა მისცა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.